რეპარკოლი გელი 7% 10მლ ტუბი #1

რეპარკოლი გელი 7% 10მლ ტუბი #1

რუსეთის ფედერაცია

რეპარ-ჯგუფი
პროდუქტის შესახებ
რეპარკოლი®
გელი და გელი-სპრეი®
გარეგენი გამოყენებისთვის
კოლაგენი, გასუფთავებული, ფიბრილარული
კანის სტრუქტურა
ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ხშირია არასასიამოვნო მომენტები, როდესაც ჩვენ, ან ჩვენს ახლობლებს შეუძლია კანის ზედას შრის ტრავმირება.
დაზიანებული ეპიდერმისის აღდგენაში ერთ-ერთ საკვანძო როლს თამაშობს დერმის საკუთარი კოლაგენი, რომელიც კანის ძირითად საყრდენ ცილას წარმოადგენს და მოიცავს კანის ცილოვანი მასის 1/3-ს. კოლაგენს ახასიათებს გაგლეჯვის მიმართ სიმტკიცის მაღალი მაჩვენებელი, რაც უზრუნველყოფს კანის სიმტკიცეს. კოლაგენის ბოჭკოები, უერთთებიან ერთმანეთს და ძაფების მსგავსად, ქმნიან ფუძეს, რომელზეც იზრდებიან უჯრედები. დაზიანებული ეპიდერმისის შეხორცების პროცესების დაჩქარებისთვის სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მრავალი წლები ცდილობდნენ ისეთი კოლაგენის შექმნას, რომელიც კანის საკუთარი კოლაგენის შემადგენლობას მაქსიმალურად უახლოვდებოდა. მრავალი წლის წინ დაწყებული იყო უნიკალური, კანის კოლაგენის მსგავსი კოლაგენის შექმა. მრავალი კვლევების წყალობით მეცნიერებმა შეძლეს ნატურალური კოლაგენის გამოყოფა ჯანმრთელი ცხოველების კანიდან ქიმიური ნაერთების დამატების გარეშე.
ამ კოლაგენის შემცველ პროდუქტს ეწოდება რეპარკოლი®
რეპარკოლი® შეიცავს ნატურალურ კოლაგენს.
რეპარკოლი®-ს პროდუქტებში შემავალი კოლაგენი- გასუფთავებულია, ნეიტრალურია, ფიბრილური სტრუქტურის ბიოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნებით, შესაბამისად უზრუნველყოფს თქვენი კანის სწრაფ და დამზოგველ აღდგენას.
რეპარკოლი გელი და გელი-სპრეი® ქმნის კანის ზედაპირზე ჰაერგაუმტარ, ნოტიოს შემანარჩუნებელ აფქს, სველი კომპრესის მახასიათებლებით, რაც კანის აღდგენის საუკეთესო პირობებს ქმნის.
კოლაგენი წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილების ზრდის მატრიცას, ააქტიურებს ყველა უჯრედოვან ელემენტს და აძლიერებს კოლაგენოგენეზს.
რეპარკოლი გელი და გელი-სპრეი® -ს თვისებები :
ასტიმულირებს კანის რეგენერაციას
აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას
ამცირებს ტკივილს, შეშუპებას და კანის სიწითლეს
ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას
თავიდან აცილებს ნაწიბურების წარმოქმნას, ხსნის ქავილს და კანის აქერცლებას.
ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
რეპარკოლი გელი და გელი-სპრეი® -ს დოზირება და გამოყენების წესი:
გაასუფთავეთ დაზიანებული ზედაპირი:
ახალი ჭრილობა;
ჭრილობა სველი გამონადენით;
სველი წყლულები.
დაიტანეთ დაზიანებულ ზედაპირზე რეპარკოლი გელი ან გელი-სპრეი® ჭარბი რაოდენობით, არ შეაზილოთ.
დატოვეთ გელის ფენა ჭრილობაზე კანის რეგენერაციის დაჩქარების მიზნით.
გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-3 ჯერ.
განაგრძეთ გელის ან გელ-სპრეის გამოყენება სრული ეპიტელიზაციის დასრულამდე ან/და ელასტიური ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნამდე.
რეპარკოლი გელი და გელი-სპრეი® -ს ფორმა და შეფუთვა:
5% კოსმეტიკური გელი გარეგანი გამოყენებისთვის, გამჭვირვალე, წებოვან-ელასტიური, სუნის გარეშე. ტუბებში ან ფლაკონებში დისპენსერით, ასევე თხელი გელი-სპრეი ბოთლებში ან ფლაკონებში პულვერიზატორით, პირველადი გახსნის კონტროლით და პლასტიკური სახურავით. მოთავსებულია შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
რეპარკოლი გელი და გელი-სპრეი® -ს აქტიური ნივთიერება:
გასუთავებული ნეიტრალური კოლაგენი, ფიბრილური სტრუქტურის ბიოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნებით. გამოიყოფა ჯანმრთელი ცხოველების კანიდან ЕАЭС სტანდარტების დაცვით.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

გამოყენების ჩვენებები:
რეპარკოლი გელი და გელი-სპრეი® — სწრაფი და ეფექტური დახმარება კანის სხვადასხვა სახის დაზიანების შემთხვევაში, რომლებიც არ ითხოვებ ფარმაკოლოგიურ მკურნალობას: დაჟეჟილობები, დამწვრობები, ჭრილობები, ნაკაწრები, ხელების და ფეხების მშრალი, აქერცლილი კანი, აკნე, გამონაყარი, ფსორიაზი.
რეპარკოლის გელი იდეალურია გამოსაყენებლად კოსმეტიკური პროცედურების ( მეზოთერაპია, დერმაბრაზია, პილინგი, ეპილაცია, ნაკეცების, ნაოჭების კორექცია, ტატუაჟი) შემდეგ კანის ნორმალური ფუნქციური მდგომარეობის სწრაფი აღდგენის მიზნით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რეპარ-ჯგუფი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
კოლაგენი
დოზა
7%
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი